ბათუმში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

18 მაისი 2016

18 მაისს    მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრიმა (ICMPD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით  მიგრაციის საკითხებზე ქალაქ ბათუმში ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მიზანი იყო აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და მიაწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია იმ ადვოკატებს, რომლებიც მიგრაციის სფეროში მუშაობენ. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან და პროექტ ENIGMMA-ს მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექპერტთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულება და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მობილობა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები, შენგენის ქვეყნებში მიმოსვლის წესები და რეგულაციები და, ზოგადად, მიგრაციის ტენდენციები საქართველოში.

 ტრენინგი   ჩატარდა პროექტ ENIGMMA-ს 2016 წლის საინფორმაციო კამპანიის „ლეგალური მიგრაცია - საუკეთესო არჩევანი“ ფარგლებში  და  მიზნად ისახავდა  ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ლეგალური მიგრაციის შესახებ ცნობიერების   

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) დაარსდა 1993 წელს ავსტრიისა და შვეიცარიის ინიციატივით. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ ამერიკაში. მისი ექვსი კომპეტენციის ცენტრის მეშვეობით, ICMPD აწვდის ინფორმაციას და სთავაზობს ექსპერტიზას მიგრაციის ფენომენის შესახებ თავის 15 წევრ სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორებს. ამისათვის ICMPD იყენებს სამ საფეხურიან მიდგომას, რაც დაფუძნებულია: კვლევაზე, შესაძლებლობების გაძლიერებასა და მიგრაციის დიალოგზე. პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ ENIGMMA არის საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების, ასევე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და მობილურობის შესახებ ხელშეკრულების, ვიზა ფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში წარმატებით გადადგმული ნაბიჯების შედეგი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაიწყო 2013 წლის დეკემბერში და გაგრძელდება 2017 წლის ივნისამდე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი